შალვა პაპუაშვილის ვიზიტი
საქართველოს რუმინეთის უპირობო მხარდაჭერა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გზავნილი ყველა პოლიტიკურ დონეზე პირადად მოისმინა, რუმინეთი ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთაგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყანა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა. კანდიდატის სტატუსის გარდა, ბუქარესტში შალვა პაპუაშვილის შეხვედრების თემა უსაფრთხოება, ოკუპაცია და რეგიონში რუსეთის მიზეზით მომატებული რისკი იყო.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
