პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტები
პრეზიდენტი მთავრობის ნებართვის გარეშე მე-8 ვიზიტს იწყებს. ქვეყნის სახელით, მაგრამ ქვეყნის მთავრობასთან შეუთანხმებლად, შეხვედრები იმპიჩმენტის პროცედურის პარალელურად გრძელდება. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევას ედავება, თუმცა პრეზიდენტს თვითნებური სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე შედგენილი აქვს. სალომე ზურაბიშვილის არგუმენტი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვაა. პარტნიორებთან საუბრის თემა კი, მისივე განმარტებით, კანდიდატის სტატუსი, თუმცა მეტი ინფორმაცია მის არცერთ გასვლას არ მოჰყოლია. ქვეყნის სასარგებლო მოგზაურობების შესახებ მოსახლეობისთვის თავად პრეზიდენტს არაფერი უთქვამს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
