„თბილისიმარათონი 2023“
კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ორგანიზებით, პირველ ოქტომბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რიგით მე-12 თბილისი-მარათონი გაიმართება. მარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა ამჯერად კასპის სოციალური სერვისის 6-დან 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება. ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ქველმოქმედება და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარება.
