ბიუჯეტი იზრდება
2023 წლის ბიუჯეტი იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 500 მილიონი ლარით კორექტირდება. ცვლილბების დამტკიცებამდე საკომიტეტო განხილვები გაიმართა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა დღეს ბიუჯეტის კორექტირების მიზეზად ეკონომიკური ზრდა დაასახელეს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თანხის ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ცვლილებები არ მოსწონს ოპოზიციას.
