ახალი ბინები ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის
ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ბინებთან ერთად, ოჯახებს სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი საჭირო თანხაც გადაეცემათ, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ბინის გასაღები დედაქალაქის მერმა გადასცა, კახა კალაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას.
