თანხების გამოძალვის ფაქტი - ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ
36 დაზარალებულის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ, როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ.
