მთავრობის სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დამტკიცდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება, რომელიც ჯამში ექვს პროექტს მოიცავს.
