გუბაზ სანიკიძის სკანდალური განცხადება
მთიან ყარაბღში განვითარებული მოვლენები და პარალელები საქართველოსთან - გუბაზ სანიკიძე მეორე ფრონტზე და ამ კონტექსტში აზერბაიჯანის მაგალითზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბრობს. ოპოზიცია გუბაზ სანიკიძისგან მეტ განმარტებას ელოდება, მმართველი გუნდისთვის კი გუბაზ სანიკიძის ეს განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ, სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს.
