ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს ევროკომისიაში მართავს. მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ პრიორიტეტების შესრულების შესახებ, რომლებიც უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის დროს განისაზღვრა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს შეხვედრებზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭირვალობის საკითხებში და ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში. დადებითად შეფასდა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა სამართალდაცვის სფეროში.
