შალვა პაპუაშვილის ვიზიტი რუმინეთში
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა რუმინულ მხარეს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის. ისაუბრეს ასევე ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებსა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე.
