პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება პრეზიდენტს
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა. სახელისუფლებო გუნდი სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ერთადერთი, ვინც ეროვნულ ბანკში პრობლემას ქმნის, ნათია თურნავაა, თუმცა იგივე ოპოზიცია ამბობს იმასაც, რომ კრიტიკას ვერ უძლებს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საბჭოს წევრების კონკრეტული კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით.