პრეზიდენტის იმპიჩმენტი
ზუსტად ერთ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. სხდომიდან 10 დღეში კი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. ამის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, შეუძლებელია მისი ქმედებების შედეგი და შინაარსი ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი იყოს.
