აფეთქება მთიან ყარაბაღში
მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტთან ახლოს, ბენზინის საცავში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. არიან დაღუპულებიც. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
