"რუსთაველის ქვეყანა"
ქართულ-გერმანული დოკუმენტური ფილმის „რუსთაველის ქვეყნის“ ჩვენება გაიმართა. ეს დოკუმენტალისტ ზურაბ ინაშვილის ბოლო პროექტია, რომელიც მისმა შვილმა ერეკლე ინაშვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. ფილმის მთავარი გმირი გერმანელი ლინგვისტი ემინე შაჰინგოზია. ცხოვრობს თუ არა დღევანდელი საქართველო რუსთაველის ფასეულობებით და რატომ არის „ვეფხისტყაოსანი“ასეთი მნიშვნელოვანი ქართველებისათვის - სწორედ ამას იკვლევს ემინე საქართველოში მოგზაურობისას.
