ვითარება უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას ისევ დაარტყეს. დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები და ავტომობილები, ვრცელდება ცნობები 2 დაშავებულის შესახებ. აფეთქებების ხმა ისმოდა კრივი-რიჰშიც. რამდენიმე ოლქში კი საჰაერო განგაში გამოცხდდა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩება დონეცკის ოლქი.
