ბაიდენის წერილი ფაშინიანს
შეერთებული შტატები სომხეთს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ჰპირდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანისთვის პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სომხეთის პრემიერ მინისტრს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა ერევანში ვიზიტისას პირადად გადასცა.
