ბათუმში მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა
ქართველი სპორტსმენებიდან საუკეთესო შედეგი 15-წლამდე ასაკის ტურნირში ნიკოლოზ და ანასტასია ჩხარტიშვილებმა აჩვენეს, რომლებიც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს პირველობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა.
