კოსოვოში პოლიციამ ავტომაგისტრალებზე კონტროლი გაამკაცრა
კოსოვოს ჩრდილოეთში, პოლიციამ ავტომაგისტრალებზე კონტროლი გაამკაცრა. ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკა განათავსეს. ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება 24 სექტემბერს, სოფელ ბანისკასთან იყო. 30მდე თავდამსხმელმა კოსოვოს პოლიციას ცეცხლი გაუსხნა, რის შემდეგ მონასტერში შეიჭრა. პოლიციამ მონასტერი ალყაში მოაქცია. დაპირისპირების დროს ერთი სამართალდამცველი და სამი თავდამსხმელი დაიღუპნენ. მომხდარის შემდეგ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთი, შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
