უკრაინის საასმართლომ კოლომოისკის აქტივებზე ყადაღა მოუხსნა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის, აქტივებზე ყადაღა მოუხნა. „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ ცნობით, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომალობა არ დააკმაყოფილა და იგორ კოლომოისკის დღესვე შეუძლია გაყიდოს ან სხვას გადაუფორმოს აქტივები. ორ სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მას თაღლითობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზების მუხლებით ბრალი წარუდგინა. სამ სექტემბერს კიევის სასამართლომ კოლომოისკის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
