საპროტესტო აქციები ერევანში
ერევანში საპროტესტო აქციები დილიდან განახლდა. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, პოლიციამ 142 ადამიანი უკვე დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. რის შემდეგ სამართალდამცველებმა აქტივისტების დაკავება დაიწყეს. აქციაზე პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
