მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა. სიმუალაციური სცენარის მიხედვით, მედიაცენტრი საველე პირობებში გაიშალა, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება უწევდათ. სცენარით, ასევე გათვალისწინებული იყო ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და ვერტმფრენით გადაადგილებაც.
