სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიცია
პრეზიდენტის თავისმართლებასა და პოზიციის ცვლილებას მმართველ გუნდში არათანიმდევრულ პოლიტიკად აფასებენ. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის შემდეგ კანონსაც არღვევს, დგას ოპოზიციის მხარეს და ხელისუფლების ოპონენტებს უსაფუძვლო ბრალდებებს უმყარებს. საუბარია ოთარ ფრცახალაძის მოქალაქეობაზე.ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს ხელმოწერისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ თქვა, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, შემდეგ შეწყვეტა მიზენშეწონილად აღარ მიიჩნია, ახლა კი სამთვიან ვადაზე საუბრობს.
