ევროპის ჩემპიონატი
ისტორიაში პირველად, ქართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრებას საბერძნეთის ქალაქმა სალონიკმა უმასპინძლა და გამარჯვებული აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოვლინდა. პირველი ადგილი ონისე ბუღაძემ დაიკავა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი საბა ინანეიშვილმა და ლევან მატიაშვილმა მოიპოვეს. ჩემპიონმა ბუღაძემ ტურნირის ორგანიზატორებისგან ნამდვილი ოქროსგან დამზადებული „ოქროს საწმისის“ საკოლექციო ქანდაკება მიიღო.
