ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია
ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონია. მან აზერბაიჯანელი მურად მამედოვი დაამარცხა, ფინალამდე კი თურქ, უკრაინელ და ფრანგ მეტოქეს აჯობა. აბულაძე მსოფლიოს პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და პირველი ტიტული მოიპოვა.
25 სექტემბერი, 2023 - 11:51