საფრანგეთი ნიგერში მისიებს დაასრულებს
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა, ნიგერიდან ელჩი გაიწვია და ჯარსაც გაიყვანს. საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მოტივად ნიგერში, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალება დაასახელა. მისი თქმით, საფრანგეთი უარს ამბობს „პუტჩისტების მძევლობაზე“. სააგენტო როიტერის ცნობით, ნიგერიდან საფრანგეთის გასვლა, აფრიკაში რუსეთის გავლენის გაფართოების რისკის გამო, დასავლეთის შეშფოთებას გაამძაფრებს, რადგან დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი "ვაგნერი", ნიგერის მეზობელ მალიში იმყოფება.
