ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ექვსი ბრალდებულის სასამართლო სავარადოდ დღეს გაიმართება
ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ექვსი ბრალდებულის სასამართლო სავარადოდ დღეს გაიმართება. ტატო ხუნდაძის პროცესი უკვე ჩაინიშნა ორ საათზე. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს . გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი, გუშინ გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვა 23 ოქტომბერს დაიწყება.
