„ბოლნისქალაქობა 2023“
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2023“ გრანდიოზულად აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს ძველმა გერმანულმა უბანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქუჩის კარნავალი, ანიმატორების შოუ, ატრაქციონები. გამოიფინა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები. „ბოლნის ქალაქობა 2023“-ის დასასრულს მოეწყო გალაკონცერტი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია.
