„კრწანისობა 2023“
თბილისის მერი კახა კალაძე „კრწანისობის“ დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიება ტრადიციულად 300 არაგველის სახელობის სკვერში გაიმართა. ღონისძიებაზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. პარაკლისის დასრულებისთანავე, სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“ და ანსამბლი „ალილო“ წარდგნენ.
