ერდოღანი ილჰამ ალიევს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა და აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება. ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ. გავცელებული ცნობით, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე, ასევე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე.
