ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გაფინება მთიანი ყარაბაღიდან
მთიანი ყარაბაღის 120 000 ეთნიკური სომეხი გაემგზავრება სომხეთში, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის. ამის შესახებ „როიტერს“ ყარაბაღის ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, დავით ბაბაიანმა განუცხადა. როგორც ბაბაიანი აცხადებს, ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არ სურთ, აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ურჩევნიათ, დატოვონ ტერიტორია. მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების მასობრივი გასვლის ალბათობა ნიკოლ ფაშინიანმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ერევანი მზადაა თანემემამულეების მისაღებად.