მემილიონე მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრი უკვე მიიღო. აეროპორტში ფრანკფურტის რეისს საზეიმოდ დახვდნენ. მგზავრებმა ეკრანების სპეციალური გვირაბი გაიარეს, რომელიც იმერეთის პეიზაჟებით და ღირსშესანიშნაობებით არის აწყობილი. მგზავრებს სპეციალური საჩუქრებიც გადაეცათ.
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
