უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი პოლონეთში
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. პოლონური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქვეყნის პირველი პირი ვარშავას მიერ უკარინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას სწორი გადაწყვეტილება უწოდა. ამასთან ანჯეი დუდას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს.
