შალვა პაპუაშვილის ვიზიტი რუნიმეთში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორ მხრივი შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება რუმინეთის პრემიერ მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.
