თსუ-ბენფიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბი თურქეთში ჩავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩისთვის ემზადება. ლექსო ლაფანაშვილის გუნდის მეტოქე პორტუგალიური ბენფიკა იქნება. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბელეკში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. თსუ არის ჩემპიონთა ბადეში, რომელშიც 7 ქვეყნის ჩემპიონი გუნდი მოხვდა. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს კლუბი ნახევარფინალში, ხოლო მარცხის შემთხვევაში ფიბას ევროპის თასზე გადაინაცვლებს. თესეუსა და ბენფიკას მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
