ალმერია 2:2 ვალენსია
ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალმერიას“ შეხვდა და სეზონში პირველი ფრე ითამაშა. გიორგი მამარდაშვილის გუნდი ორჯერ იგებდა, თუმცა მეტოქემ ორჯერვე შეძლო გათანაბრება. საქართველოს ნაკრების მეკარემ 8 სეივი შეასრულა და მოპოვებულ ქულაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა. მან 6 გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს.
