რონ დესანტისის პოზიცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, რონ დესანტისი უკარინის NATO-ში წევრობის წინააღმდეგ გამოვიდა. გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით დესანტისი მიიჩნევს, რომ ეს შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებში არ შედის. „NATO-ში უკრაინის გაწევრიანება ჩვენთვის დამატებითი ვალდებულებები იქნება. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
