შემთხვევა ქვემო ნიქოზში
ქვემო ნიქოზში, სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდმა გონება დაკარგა მცირე დროით, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ დაჭირვებია. სპორტული მოედანი, სადაც მოზარდს დენმა დაარტყა, სოფელში ახალი მოწყობილია. კომპანის, რომელმაც სტადიონი მოაწყო, ობიექტი მერიისთვის ჯერ არ ჩაუბარებია, რადგან ვადა 10 ოქტომბერს იწურება. სტადიონის ჩაბარებამდე, ობიქტი დაკეტილი იყო. ადგილზე ვითარებას გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც, საკითხს კომპანიასთან ერთად შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.
