გლდანში მომხდარი დაპირისპირება
გლდანში, პოლიციელების სამასხურებრივ მოვალეობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარუდოდ დღეს იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 6 ადამიანი. „ქრონიკის“ ინფორმაციით დაკავებულთა შორისაა ელგუჯა შუკაკიძე და ტატო ხუნდძე, რომლებიც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავდასხმის დროს ამოიცნო.
