გამოხმაურება გლდანში მომხდარ ინციდენტზე
გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. დაზარალებულ დეპუტატს, კრიმინალურ წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მომხდართან „ქართულ ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს. მმართველი გუნდის წევრები დაზარალებულის და თავდამსხმელების ნათესაურ კავშირებზე მიუთითებენ და ინციდენტის ხელისუფლებაზე გადაბრალების ფაქტს, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ გლდანის მაჟორიტარს და „ქართული ოცნების“ წევრებს, ოპოზიცია ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
