ბაკურიანი 2025-ისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მთაწმინდის პარკში „ბაკურიანი 2025“-ისადმი მიძღვნილი ღიონისძიება გაიმართა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ღინისძიების დაწყებამდე მათ პარკში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს, საღამო კი მოძრაობის თეატრის წარმოდგენით გაგრძელდა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.
