„ზესტაფონქალაქობა“ სიმღერის ფესტივალით გაიხსნა
„ზესტაფონქალაქობის“ საიუბილეო კვირეული ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალით „სულიკო 2023“ გაიხსნა. ინდივიდუალური და საგუნდო შემსრულებლები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. გრანპრი გადაეცა ზესტაფონის ანსამბლს „ბერმუხა“, ხოლო პირველი ადგილი თერჯოლის ანსამბლს „იამეს“. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
