ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება
ნოტარიუსთა საერთო კრებამ გამგეობა და მისი თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა. თავმჯდომარეობის გამარჯვებულმა კანდიდატმა ეკატერინე ნანდოშვილმა 248 ხმა მიიღო. „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ საერთო კრებაზე მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნოტარიუსების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
