ახალი სკვერი რუსთავში
რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო. ახალი რეკრეაცია, 21-ე მიკრო რაიონში, 3 486 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სკვერში, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა და მწვანე დასასვებებელი ზონებია მოწყობილი. დარგულია 150-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტულ მოედანსაც. ახალი რეკრეაცია, რუსთავის მერიამ, ქართული კინო მუსიკის კონცერტით გახსნა.
