ხანძარი სიცილიაში
სიცილიაში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, პალერმოსა და მესინას რაიონებში გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, სტიქიამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასობით ტურისტი ევაკუირებულია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
