ტოპიკული შტორმი აშშ-ში
შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ტროპიკული შტორმი ოფელია დაატყდა თავს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნიუ ჯერსიში. გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. გათიშულია ელექტრო მომარაგება. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სანაპირო რეგიონებში, ნიუ იორკიდან სამხრეთ კაროლინამდე, საშტორმო განგაში გამოაცხადა.
