შეტაკება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე
ორი პალესტინელი დაიღუპა იორდანეს დასავლეთ სანპროზე მომხდარი შეტაკებისას. პალესტინის მხარე მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისრაელის არმია ღაზის ტერიტორიაზე, დევნილთა ბანაკს დაესხა თავს და ორი პალესტინელი მოკლა. ისრაელის სამხედრო სარდლობა კი იუწყება, რომ რეგიონში არეულობების ჩასახშობად არმიამ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის სამიზნეც ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები იყო. ღაზას სექტორში ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე უკვე მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმათება.
