გლდანში მომხდარი დაპირისპირება
გლდანში მომხდარი დაპირიპირების ფაქტზე 6 პირი დაკავებულია, პატიმრობაში, პოლიციისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, რჩება ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე. მომხდარზე პოლიტიკური ბრალდება გუშინვე გაისმა, ოპოზიცია გლდანის ფაქტს საკრებულოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ თავდამსხმელებისა და კრიმინალური ავტორიტეტების უკან კოტე ზარნაძე დგას. საპირისპიროს აცხადებს ხელისუფლება, რომ დაკავებულები და თავდამსხმელები დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძის ყოფილი მეგობრები არიან, მეტიც ეძგვერაძეს ერთ-ერთ თავმდამსხმელ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან მეჯვარეობა აკავშირებს. მედიაში ამის დამადასტურებელი ფოტოც გავრცელდა. კრიმნალურ სამყაროსთან კავშირზე საპირისპირო ბრალდებად, მედიითვე თავად ნაცემ დეპუტატს ნასამართლეობა და მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალება გაახსენს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
