პრემიერ-მინისტრის გზავნილები გაეროდან
მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის დელეგაციამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურის გზავნილები და ის დღის წესრიგი მოისმინა, რომლითაც საქართველო ამ რთულ და ცვალებად გეოპოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობასა და მდგრადობას ინარჩუნებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინა თავი, როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, სადაც თავისუფლების, მშვიდობისა და საკუთარი მდიდარი მემკვიდრეობის ფასი ყველაზე კარგად იციან. პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანა რომელსაც ის წარმოადგენს იმსახურებს ევროკავშირის დადებით პასუხს, რომ თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობით, ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფი საქართველო, ყველაზე სანდო დერეფანია მსოფლიო ეკონომიკისთვის და რომ ამ ქვეყნის 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს არაერთია ადრესატი ჰყავს, მათ შორის აფხაზები და ოსი ძმები და უკრაინელი ხალხი, რომელსაც საქართველომ, პრემიერის სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოუცხადა
სიუჟეტის ავტორი: რუსა შელია-90-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
