მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“
სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ მიმდინარეობს. სწავლების პრაქტიკული ნაწილისთვის სპეციალური სიმულაციური სცენარია შემუშავებული, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში მედიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელებას ითვალისწინებს. მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მედია ცენტრია მოწყობილი
