სენატორ ბობ მენენდესს ბრალი წაუყენეს
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ „დემოკრატი“ სენატორის, ბობ მენენდესის სახლის ჩხრეკისას, 100 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 480 ათასი დოლარი ნაღდი ფული აღმოაჩინა. ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტმა, სენატორს ბრალი წაუყენა კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე. სენატორსა და მის მეუღლეს, ბრალი ედებათ გავლენის სანაცვლოდ, ასობით ათასი დოლარის ქრთამის აღებაში. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მენენდესი და მისი მეუღლე შეთანხმდნენ, მიეღოთ ასობით ათასი დოლარი ქრთამის სახით, რათა დაეცვათ სამი ბიზნესმენი ნიუ ჯერსიდან და ეგვიპტის სასარგებლოდ ემოქმედათ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სენატორ მენენდესს ქრთამის აღებას ედავებოდნენ. მას ქრთამის აღებისთვის 2015 წელსაც წაუყენეს ბრალი, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს
